суббота, 16 ноября 2013 г.

მერვე დღე

დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, მოვაწესრიგეთ პორტფოლიო, გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს. ვისწავლე გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის შევსება. ჩემს ბლოგს ახალი გვერდი დავამატე. ვისწავლეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე.დამღლელი, მაგრამ სასარგებლო დღე იყო.

воскресенье, 10 ноября 2013 г.

მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. ვისწავლეთ მრავალგვერდიანი ბლოგის შექმნა, სურათის ჩასმა ბლოგში. სახალისო და საინტერესო საქმიანობა იყო. ვისურვებდი უფრო მეტი დრო გვქონოდა ამ სერიოზული ინტელექტუალური მასალის გასააზრებლად. 

воскресенье, 3 ноября 2013 г.

დღე მეხუთე

ძალიან შრომატევადი,  მაგრამ ბევრის მომცემი დღე იყო. შევქმენი და გამოვაქვეყნე პორთფოლიოს პრეზენტაცია.  მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი უნარ-ჩვევა შევიძინე.

პორტფოლიოს პრეზენტაცია


суббота, 2 ноября 2013 г.

მიმართულების მიმცემი კითხვები ჩემი პროექტისთვის

მთავარი კითხვა


რა არის თქვენთვის წარსულის კულტურული მემკვიდრეობა, გარდასულ დღეთა სიამაყე თუ შთამომავლობის ზნეობრივი საყრდენი?


თემატური შეკითხვები


რა მიზეზები განაპირობებს კონფლიქტებს საზოგადოებაში?
რა ვითარებაში მიიჩნევდით საზოგადოებასთან დაპირისპირებულ პიროვნებას გმირად და არა მოძმეთა მოღალატედ?
                                         

შინაარსობრივი შეკითხვები

  • როგორ იყენებს მწერალი საღვთისმეტყველო სიმბოლიკას  გმირის მოქმედების მოტივის წარმოსაჩენად? 
  • მიგაჩნიათ თუ არა, რომ მე-8 საუკუნეში შექმნილი "აბო თბილელის წამების" პრობლემატიკა აქტუალურია დღესაც?

ბუკლეტი ჩემი პროექტისათვის