среда, 4 декабря 2013 г.
вторник, 3 декабря 2013 г.
воскресенье, 17 ноября 2013 г.
მეცხრე დღე
Drive- ში და შემდეგ ბლოგზე ავტვირთე ჩემი პროექტის დასრულებული და მოწესრიგებული პორტფოლიო. გავიხსენე ვიდეომასალის გადმოტანა ჩემს სამუ შაო მასალაში. გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია პორტფოლიოს დახმარებით.
ტრენინგი ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო. სამწუხაროა, რომ დრო ძალიან მცირე იყო და მასწავლებლის დატვირთული სამუშაო დღის პარალელურად რთული იყო ყველაფრის გააზრება, არაჩვეულებრივი რესურსების გაცნობა. ვფიქრობ, ტრენინგის ხანგრძლივობა უნდა გაიზარდოს, რომ მეტი სარგებლობა მოუტანოს სკოლასა და საზოგადოებას. მინდოდა მეტი მემუშავა ტრენერთან ერთად ბლოგზეც. სასურველია გაიზარდოს ამისთვის გამოყოფილი დროც.
დიდი მადლობა ყველას, ვინც შექმნა და განახორციელა ეს შესანიშნავი პროექტი და ქართველ მასწავლებელს საშუალება მისცა გასცნობოდა XXI საუკუნის სკოლისთვის საჭირო სიახლეებს.

суббота, 16 ноября 2013 г.
მერვე დღე
დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, მოვაწესრიგეთ პორტფოლიო, გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს. ვისწავლე გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის შევსება. ჩემს ბლოგს ახალი გვერდი დავამატე. ვისწავლეთ გაჯეტების დამატება ბლოგზე.დამღლელი, მაგრამ სასარგებლო დღე იყო.
воскресенье, 10 ноября 2013 г.
მეშვიდე დღე
ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. ვისწავლეთ მრავალგვერდიანი ბლოგის შექმნა, სურათის ჩასმა ბლოგში. სახალისო და საინტერესო საქმიანობა იყო. ვისურვებდი უფრო მეტი დრო გვქონოდა ამ სერიოზული ინტელექტუალური მასალის გასააზრებლად.
воскресенье, 3 ноября 2013 г.
დღე მეხუთე
ძალიან შრომატევადი, მაგრამ ბევრის მომცემი დღე იყო. შევქმენი და გამოვაქვეყნე პორთფოლიოს პრეზენტაცია. მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი უნარ-ჩვევა შევიძინე.
суббота, 2 ноября 2013 г.
მიმართულების მიმცემი კითხვები ჩემი პროექტისთვის
მთავარი კითხვა
რა არის თქვენთვის წარსულის კულტურული მემკვიდრეობა, გარდასულ დღეთა სიამაყე თუ შთამომავლობის ზნეობრივი საყრდენი?
თემატური შეკითხვები
რა მიზეზები განაპირობებს კონფლიქტებს საზოგადოებაში?
რა ვითარებაში მიიჩნევდით საზოგადოებასთან დაპირისპირებულ პიროვნებას გმირად და არა მოძმეთა მოღალატედ?
შინაარსობრივი შეკითხვები

- როგორ იყენებს მწერალი საღვთისმეტყველო სიმბოლიკას გმირის მოქმედების მოტივის წარმოსაჩენად?
- მიგაჩნიათ თუ არა, რომ მე-8 საუკუნეში შექმნილი "აბო თბილელის წამების" პრობლემატიკა აქტუალურია დღესაც?
воскресенье, 27 октября 2013 г.
ტრენინგის მესამე დღე
საინტერესო საქმიანობით ვიყავი დაკავებული. გავეცანი Viewer-ის მეორე მოდულის პირველ და მეორე აქტივობას, ჩამოვტვირთე ჩემს ფოლდერში მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და ნიმუშები, ვიმუშავე პროექტის გეგმაზე.
суббота, 26 октября 2013 г.
ტრენინგების მეორე დღე
შევისწავლე ბროშურის შექმნა.
გავეცანი პუბლიკაციის ჩეკლისტს. მოვამზადე პუბლიკაცია (ამჯერად მხოლოდ ნახევარფაბრიკატის მდგომარეობაში) ჩემი მომავალი პროექტისთვის.
ჩემი პროექტის რესურსები ახალი მასალით გავამდიდრე.
воскресенье, 20 октября 2013 г.
ტრენინგების პირველი დღე
შთამბეჭდავი დღე იყო. ყველაფერი, რაც ხელს გვიწყობს პროფესიულ ზრდაში, სიახლეებთან ზიარებაში, ძვირად მიღირს. ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარ-ჩვევები შევიძინე იმისთვის, რომ ტრენინგი სასარგებლო აღმოჩნდეს ჩემთვის. ჩემს მომავალ საქმიანობას აუცილებლად გაამდიდრებს აურაცხელი რესურსი, რომლებსაც გვთავაზობს viewer-ი. განსაკუთრებით მომეწონა, დასავლელი კოლეგების მიერ დაგეგმილი პროექტების გაცნობის საშუალება რომ მომეცა.
суббота, 19 октября 2013 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)